ბარსელონა რეალის ექს-ნახევარმცველის, ფერნანდო რედონდოს შვილით ინტერესდება
„ბარსელონას“ „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველის, ფერნანდო რედონდოს შვილის დამატება სურს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელები ფედერიკო რედონდოს დაუკავშირდნენ და მისი კონტრაქტის სიტუაციით დაინტერესდნენ. ფეხბურთელს „არხენტინოს ხუნიორსთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის დეკემბერში ეწურება.
„ბარსას“ გარდა, 20 წლის საყრდენით „აიაქსიც“ ინტერესდება.
„ბარსელონა“ შიშობს, რომ საბოლოოდ რედონდო „რეალს“ აირჩევს, იმიტომ რომ იქ 1994-2000 წლებში მისი მამა თამაშობდა, ხოლო მისი ბიძა, სანტიაგო სოლარი, გუნდის ფეხბურთელობის გარდა, მისი მწვრთნელიც იყო და ახლა სავარჯიშო ბაზის დირექტორია.
თავად ფედერიკო ელოდება, რომ მომავალ წელს მას „რეალი“ შეთავაზებით მიმართავს.