ავტორიზაცია

ვერატი: "ენრიკემ მითხრა, რომ მე არ ვიყავი მისი გეგმების ნაწილი"

ვერატი: "ენრიკემ მითხრა, რომ მე არ ვიყავი მისი გეგმების ნაწილი"
თარიღი 12 Oct 2023, 13:28
"პსჟ"-ს ყოფილმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დატოვა გუნდი 10 წლის შემდეგ. 

"ენრიკემ მითხრა, რომ მე არ ვიყავი მისი გეგმების ნაწილი, პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, ის შესანიშნავი მწვრთნელია. 

მან მითხრა, რომ ცვლილება სურდა. 10 წელი ვიყავი პსჟ-ში და ლუისს სურდა კლუბში რაღაც ახალი მოეტანა. “, - ციტირებს ვერატია სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ვერატი ზაფხულში ყატარში გადავიდა, სადაც კონტრაქტი ადგილობრივ "ალ-არაბისთან" გააფორმა.