ავტორიზაცია

ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების ისტორიაში ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე დაწინაურდა

ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების ისტორიაში ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე დაწინაურდა
თარიღი 13 ოქტ 2023, 11:57
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ნორვეგიის ნაკრებმა კვიპროსის ნაკრები დაამარცხა (4:0).

მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა. ფორვარდს ეროვნულ ნაკრებში 27 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.

ამგვარად, ერლინგი ნორვეგიის ნაკრების ისტორიაში ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა და ეინარ გუნდერსენს (26) გაუსწრო. ლიდერი იერგენ იუვეა - 33 გოლი.