ავტორიზაცია

ბოატენგის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბაიერნმა ყურადღება სხვა ვეტერანზე გადაიტანა

ბოატენგის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბაიერნმა ყურადღება სხვა ვეტერანზე გადაიტანა
თარიღი 14 ოქტ 2023, 22:54
ჟერომ ბოატენგზე უარის თქმის შემდეგ, „ბაიერნმა“ შესაძლოა სხვა თავისუფალი აგენტი დაიმატოს.

Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენელები 35 წლის ბერძენი ცენტრალური მცველის, სოკრატის პაპასტატოპულოსის ტრანსფერს განიხილავენ.

თუხელი სოკრატისთან „დორტმუნდში“ მუშაობდა ერთად და მას შემდეგ ფეხბურთელთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

ზაფხულში ფეხბურთელს „ოლიმპიაკოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ის თავისუფალი აგენტია.

წარსულში, პაპასტატოპულოსს ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიც „არსენალი“, „მილანი“ და სხვები არიან. „ბაიერნი“ მის დამატებას გუნდში სერიოზული ტრავმიანობის გამო განიხილავს.