17-წლამდე ნაკრებმა დანია დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში, ნომინალური მასპინძლის სტატუსით მყოფი დანიის ნაკრები დაამარცხა.
ჩვენი ასაკობრივი, 35-ე წუთზე დაწინაურდა, მას შემდეგ რაც ვიქტორ გუსტაფსენმა საჯარიმოში მოგერიებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე შექმნილ სახიფათო ეპიზოდს, ვახტანგ სალიას დარტყმა მოჰყვა, რომელიც მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ნიკოლზ ელისაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 17 ოქტომბერს, ისევ ქუთაისში ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. 17-წლამდე ნაკრები, 2 ტურის შემდეგ ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.