ბაიერნში თომას ტუხელით უკმაყოფილება ყველა ფრონტზე იზრდება
„ბაიერნში“ თომას ტუხელით უკმაყოფილება იზრდება.
TZ-ს ჟურნალისტების, მანუელ ბონკეს და ფილიპ კესლერის ინფორმაციით, ზოგი ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელის მიმართ „მოთმინებას კარგავს“.
ისინი ფიქრობენ, რომ 50 წლის სპეციალისტი გუნდზე ვერანაირად ვერ მოქმედებს და სათამაშო განვითარების კუთხით, კლუბი ვეღარ პროგრესირებს.
ფეხბურთელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმითაც, თუ როგორ ესაუბრება მათ ტუხელი. შემადგენლობა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სახელდება, რის გამოც მოთამაშეებს საკუთარი როლისთვის მორგება უჭირთ, მწვრთნელი კი მათთან ძალიან ცოტას საუბრობს და მეტწილად, ამ საქმეს თავის ასისტენტებს ანდობს.
გერმანელი მწვრთნელი ამ თანამდებობაზე 2023 წლის გაზაფხულზე დაინიშნა, ამჟამად, „ბაიერნი“ შვიდ ტურში მოპოვებული 17 ქულით ბუნდესლიგაში მე-3 ადგილს იკავებს.