ავტორიზაცია

FIFA-ს რეიტინგი: რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები კვიპროსთან გამარჯვების შემდეგ?

FIFA-ს რეიტინგი: რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები კვიპროსთან გამარჯვების შემდეგ?
თარიღი 16 ოქტ 2023, 11:26
ევრო 2024-ს შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაიას კვიპროსი 4:0 გაანადგურა.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ჩვენი ბიჭების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს FIFA-ს რეიტინგში 8.93 კოეფიციენტი მოემატა და 1,3013.14 კოეფიციენტით 76-ე პოზიციაზე დაწინაურდა. 

აღსანიშნავია, რომ ტაილანდთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები 79-დან 77-ე ადგილზე ორი პოზიციით დაწინაურდა.