რეტკლიფის მანჩესტერ იუნაიტედში მისვლის შემდეგ ტენ ჰაგი კლუბში დარჩება
ჯიმ რეტკლიფი მანჩესტერ "იუნაიტედში" მწვრთნელის შეცვლას არ გეგმავს.
კომპანია Ineos-ის ხელმძღვანელი ახლოსაა "იუნაიტედის" 25%-იანი წილის 1,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგად შესყიდვასთან - ეს, სავარაუდოდ, ბრიტანელი მილიარდერის პირველი ნაბიჯი იქნება კლუბის სრულ შესყიდვისკენ.
ESPN-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგი რეტკლიფის მოსვლის შემდეგ მანჩესტერ "იუნაიტედში" დარჩება.

ბიზნესმენი ცდილობს გავლენა მოახდინოს კლუბის სპორტულ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ მწვრთნელის შეცვლა მის გეგმებში არ შედის.
აღნიშნულია, რომ რეტკლიფისა და მისი კომპანიის მიერ მანჩესტერ "იუნაიტედის" აქციების ნაწილის შეძენაზე საბოლოო შეთანხმება ხუთშაბათს კლუბის საბჭოს მომავალ სხდომაზეა მოსალოდნელი.