ავტორიზაცია

ბონუჩის 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება - მან იცოდა, რომ ფაჯიოლი არალეგალურ ტოტალიზატორში თამაშობდა

ბონუჩის 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება - მან იცოდა, რომ ფაჯიოლი არალეგალურ ტოტალიზატორში თამაშობდა
თარიღი 17 Oct 2023, 12:47
ლეონარდო ბონუჩის ყოფილი თანაგუნდელის ნიკოლო ფაჯიოლის საქმეზე შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია დაემუქროს.

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა გამომძიებლებს აღიარა, რომ ფეხბურთის მატჩებზე ფსონი განათავსა. 

პოლიციამ, ფაჯიოლის ტელეფონის შემოწმების შემდეგ, დაადგინა, რომ ბონუჩიმ და "იუვენტუსის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა იცოდნენ, რომ 22 წლის იტალიელი არალეგალურ ტოტალიზატორში ფსონებს დებდა, ამის შესახებ La Repubblica იტყობინება.

ფეხბურთელები ვალდებულნი არიან ასეთი ინფორმაცია შეატყობინონ იტალიის ფედერალურ პროკურატურას. გამოცდილ მცველს ეს არ გაუკეთებია - წყაროს ცნობით, ამის გამო ბონუჩის მინიმუმ ექვსი თვით დისკვალიფიკაცია ემუქრება.