ბენზემას ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებენ
ჟერალდ დარმანინმა, რომელიც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრია, კარიმ ბენზემას მძიმე ბრალდება წაუყენა, რომელიც ახლა საუდის არაბეთის კლუბ "ალ-იტიჰადში" თამაშობს. ამის შესახებ Marca-ს ჟურნალისტები იუწყებიან.
პოლიტიკოსის თქმით, გამოცდილი ფორვარდი ერთ-ერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ასოცირდება.
„ქარიმ ბენზემას კავშირი აქვს ორგანიზაცია მუსლიმურ ძმებთან“ - საფრანგეთის შსს მინისტრმა 35 წლის ფეხბურთელი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ ბენზემამ ისრაელთან კონფლიქტში პალესტინის მხარდასაჭერა გამოხატა.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფორვარდმა შვიდი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფორვარდმა შვიდი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.