ავტორიზაცია

ბაიერნმა შესაძლოა პალინიას ტრანსფერზე უარი თქვას

ბაიერნმა შესაძლოა პალინიას ტრანსფერზე უარი თქვას
თარიღი 18 ოქტ 2023, 14:17
მიუნხენის "ბაიერნმა" შესაძლოა უარი თქვას "ფულჰემის" ნახევარმცველის ჟოაო პალინიას ტრანსფერის იდეაზე. 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი თომას ტუხელის გუნდში გადასვლა ზაფხულში პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, "ბაიერნმა" შესაძლოა პალინიას ტრანსფერი მოთამაშის მუხლის პრობლემების გამო აღარ განახორციელოს. 

ამ შემთხვევაში "ბაიერნი" შესაძლოა ალტერნატიულ ვარიანტებზე გადავიდეს - ერთ-ერთი კანდიდატი მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი კალვინ ფილიპსი გახლავთ.