ავტორიზაცია

დი მარია: "მე და მესის კარიერაში მხოლოდ ერთი რამ დაგვაკლდა"

დი მარია: "მე და მესის კარიერაში მხოლოდ ერთი რამ დაგვაკლდა"
თარიღი 18 ოქტ 2023, 23:21
ანხელ დი მარიამ ლეო მესისთან ერთად მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

„მე და ლეომ ერთად ყველაფერს მივაღწიეთ. ერთადერთი, რაც გვაკლია - ერთ კლუბში დიდი წარმატებაა. 

მთელი სეზონი მისი ვარჯიშის ყურება - საერთოდ არ არის იგივე, რაც მასთან ერთად ნაკრებში 3-5 დღის გატარება და შემდეგ წასვლა.

ჩემთვის მაქსიმუმი ეს აღმოჩნდა და მე ყველაფერი ბოლომდე შევიგრძენი.“, - აღნიშნა „ბენფიკას" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა.

ცნობისთვის, მესი და დი მარია თანაკლუბელები ერთი წლის მანძილზე „პსჟ-ში" იყვნენ.