ავტორიზაცია

იუვენტუსი და დორტმუნდის ბორუსია სანჩოს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ

იუვენტუსი და დორტმუნდის ბორუსია სანჩოს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ
თარიღი 20 ოქტ 2023, 12:18
ტურინის "იუვენტუსი" და დორტმუნდის "ბორუსია" მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელის ჯედონ სანჩოს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. 

Evening Standard-ის ინფორმაციით, ინგლისელის ტრანსფერით ორივე კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" სანჩოს ტრანსფერზე დააყენებდა, თუ ის მწვრთნელს იანვრამდე ბოდიშს არ მოუხდიდა.