ავტორიზაცია

ნაპოლიმ ოსიმენის თაობაზე მორიგი განცხადება გაავრცელა

ნაპოლიმ ოსიმენის თაობაზე მორიგი განცხადება გაავრცელა
თარიღი 20 Oct 2023, 17:04
"ნაპოლის" ოფიციალური ვებ-გვერდი აურელიო დე ლაურენტისის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

დე ლაურენტისმა აღნიშნა, რომ ოსიმენთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას აგვისტოში მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ ნიგერიელმა აზრი შეიცვალა.  

"გვინდა პრეზიდენტის განცხადება განვმარტოთ: დე ლაურენტისს ვიქტორის მიმართ უარყოფითი არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ხელის ჩამორთმევითა და ურთიერთობის გაგრძელებაზე თანხმობით დასრულდა, ვიქტორი ისევ დაფიქრდა. 

დე ლაურენტისმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ უბრალო პაუზაა. მომდევნო რამდენიმე კვირაში, როდესაც ვიქტორს მოედანზე გასვლა არ შეუძლია, დე ლაურენტისი, ოსიმენი და მისი აგენტი მომავალზე სასაუბროდ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში შეხვდებიან. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ოსიმენსა და ნაპოლის შორის ურთიერთობა გაიყინა, სრულიად უადგილოა. ", - აღნიშნულია ნეაპოლური გუნდის განცხადებაში.