ავტორიზაცია

ნაპოლის პოტერთან მოლაპარაკების დაწყება სურს

ნაპოლის პოტერთან მოლაპარაკების დაწყება სურს
თარიღი 22 ოქტ 2023, 12:13
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი გრემ პოტერი ამჟამად ორი ტოპ კლუბის ინტერესთა სფეროშია. 

Sun Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" ინგლისელთან მოლაპარაკებების დაწყება ახლო მომავალში სურს.

ამასთან, წყარო ამბობს, რომ "ნაპოლის" პოტერის დანიშვნაში შესაძლოა ხელი შეუშალოს იმან, რომ გრეემით მანჩესტერ "იუნაიტედიც" არის დაინტერესებული. 

მანკუნიელები ინგლისელს ერიკ ტენ ჰაგის გათავისუფლების შემთხვევაში ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავენ.