ავტორიზაცია

მხითარიანს ინტერში დარჩენა სურს

მხითარიანს ინტერში დარჩენა სურს
თარიღი 23 Oct 2023, 18:54
მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა ჰენრიკ მხითარიანმა მის მომავალთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა.

"ინტერში ძალიან ბედნიერი ვარ, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემი გეგმა კლუბში დარჩენაა“, - ციტირებს მხითარიანის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

მიმდინარე სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა, ყველა ტურნირზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მხითარიანს "ინტერთან" არსებული შრომითი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.