ავტორიზაცია

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე: "სხვა ფეხბურთელებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს"

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე: "სხვა ფეხბურთელებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს"
თარიღი 25 ოქტ 2023, 11:04
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლი" სტუმრად "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.

კვარაცხელია მთელი თამაში აქტიური იყო, საგოლე გადაცემა გააკეთა და 7.8 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

ამის გარდა ქართველი უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ხვიჩამ ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ახლა ყურადღება მომდევნო მატჩებზე უნდა გავამახვილოთ და ამ მატჩებზე მოგებაზე ვიზრუნოთ. 

მადლობა, რომ დღეს მე დამასახელეთ საუკეთესო ფეხბურთელად, მაგრამ სხვა ფეხბურთელებმაც მოედანზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ", - თქვა კვარაცხელიამ.