უდინეზემ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა სოტილი დაითხოვა
"უდინეზეს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ანდრეა სოტილის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
"გულწრფელად მადლობას ვუხდით მწვრთნელს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, რომელიც მან გამოიჩინა, ისევე როგორც იმ კარგი მომენტებისთვის, რაც ჩვენ ერთად განვიცადეთ წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც ის გუნდს ხელმძღვანელობდა ", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
სოტილი "უდინეზეს" 2022 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს. ჩემპიონატის ცხრა ტურის შემდეგ გუნდი ექვსი ქულით სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.