ავტორიზაცია

პირველი იტალიური გუნდი ისტორიაში - მილანის ანტირეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

პირველი იტალიური გუნდი ისტორიაში - მილანის ანტირეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
თარიღი 26 Oct 2023, 01:08
„მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანას დიდი ხანია ვერ ახერხებს.

უკანასკნელად გუნდმა ეს გასული სეზონის მეოთხედფინალში, „ნაპოლისთან“ მატჩში მოახერხეს და მას შემდეგ, ტურნირზე უკვე 5 უგოლო მატჩი დაუგროვდათ.

„როსონერიმ“ ნახევარფინალში „ინტერის“ კარი ვერ აიღო 2 მატჩი ვერცერთხელ და მიმდინარე სეზონშიც 3 მატჩში ჯერ უგოლოდაა.

იტალიური გუნდებისთვის ეს ანტირეკორდია - აქამდე არცერთ იტალიურ გუნდს ლიგაზე 5-მატჩიანი მშრალი სერია არ ჰქონია.