ავტორიზაცია

ზაირ-ემერიმ ჩემპიონთა ლიგაზე ტეო უოლკოტის რეკორდი მოხსნა

ზაირ-ემერიმ ჩემპიონთა ლიგაზე ტეო უოლკოტის რეკორდი მოხსნა
თარიღი 26 Oct 2023, 11:18
უორენ ზაირ-ემერიმ ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს შემადგენლობაში, "მილანის" წინააღმდეგ (3:0) ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

როგორც ცნობილი გახდა, ფრანგმა ფეხბურთელმა, 17 წლის 231 დღის ასაკში, ტეო უოლკოტის რეკორდი მოხსნა, რომელმაც ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ 17 წლის 250 დღის ასაკში - ანუ ინგლისელი ამ დროს 19 დღით უფროსი იყო.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ტურის შემდეგ ტურში "პსჟ" კვლავ "მილანთან" ითამაშებს, მატჩი 8 ნოემბერს სან სიროზე გაიმართება.