ავტორიზაცია

ზაირ-ემერი პსჟ-სთან კონტრაქტს მალე განაახლებს

ზაირ-ემერი პსჟ-სთან კონტრაქტს მალე განაახლებს
თარიღი 26 Oct 2023, 14:01
"პსჟ"-ს ნახევარმცველი უორენ ზაირ-ემერი მალე ლუის ენრიკეს გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. 

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 17 წლის ნახევარმცველი პარიზულ კლუბთან ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოსაა.

წყარო ამბობს, რომ "პსჟ"-ს სურს, რომ ტალანტი გახდეს კლუბის ახალი ეპოქის სახე. ეს ინიციატივა მომდინარეობს კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისგან. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მილანთან" გამართულ მატჩში ზაირ-ემერიმ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და თავის გუნდს 3:0 მოგებაში დაეხმარა.