ავტორიზაცია

გრიფომ ლუკა ტონის მიღწევა გაიმეორა

გრიფომ ლუკა ტონის მიღწევა გაიმეორა
თარიღი 27 Oct 2023, 09:48
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გერმანული "ფრაიბურგი" სერბეთში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ "ბაცკა ტოპოლას" სამი გოლი გაუტანა. 

სტუმრების მხრიდან სამივე გოლი იტალიელმა ვინჩენცო გრიფომ გაიტანა. ის გახდა მხოლოდ მეორე იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც გერმანული კლუბის შემადგენლობაში ევროთასების მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

პირველი ასეთი მიღწევა 2007/2008 წლების სეზონში ლუკა ტონიმ დააფიქსირა, რომელიც მაშინ თამაშობდა მიუნხენის ბაიერნში. ტონიმ სამი გოლი ბერძნულ "არისის" უეფას თასზე გაუტანა.