ავტორიზაცია

გიუნდოგანი: "ბარსაში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ასეთი მატჩები წავაგო - უფრო მეტი იმედგაცრუება გვჭირდება"

გიუნდოგანი: "ბარსაში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ასეთი მატჩები წავაგო - უფრო მეტი იმედგაცრუება გვჭირდება"
თარიღი 29 Oct 2023, 22:19
„ბარსელონას“ ახალწვეული ილქაი გიუნდოგანი კლასიკოს წაგებაზე თანაგუნდელების რეაქციით უკმაყოფილო დარჩა.

ჯუდ ბელინგემის დუბლით „რეალმა“ „ბარსელონას“ სტადიონ „მონჟუიკზე“ 2:1 მოუგო, გერმანელი ნახევარმცველისთვის ეს პირველი კლასიკო იყო.

„გასახდელში ვიყავი. რა თქმა უნდა, ყველა იმედგაცრუებულია, მაგრამ ასეთი დიდი მატჩის და მსგავსი შედეგის გამო, ვისურვებდი, რომ იმედგაცრუება და სიბრაზე უფრო დიდი იყოს.

ჩვენ უდიდესი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, თუ არადა „მადრიდი“ ან „ჟირონაც“ კი ძალიან წინ წავლენ. მცირე პრობლემა გვაქვს - უფრო მეტი ემოციები გვჭირდება, განსაკუთრებით როცა აგებ და იცი, რომ რაღაც მომენტებში უკეთ უნდა გემოქმედა, შენ კი უბრალოდ არ რეაგირებ. ეს მოედანზეც ისახება.

აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ასეთი მატჩები წავაგო და მეტოქეს გაქცევის საშუალება მივცე. მე, როგორც უფრო გამოცდილ ფეხბურთელს, გამოცდილება მაწევს, რომ გუნდს მოდუნების საშუალება მივცე.“, - აღნიშნა გერმანელმა.