"ძალიან გაბრაზებული ვარ" - მამარდაშვილი მატჩის შემდეგ
ლა ლიგის გასულ ტურში გამართული მატჩი "ბილბაოსა" და "ვალენსიას" შორის, ფრედ 2:2 დასრულდა.
ღამურების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
"კარგად ვითამაშეთ და მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით.
სამწუხაროა, რომ ქულები დავკარგეთ, მაგრამ არაფერია, შემდეგ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ და იქ უნდა მოვიგოთ", - განაცხადა მამარდაშვილმა.