ოფიციალურად: 2023 წლის საუკეთესო 21-წლამდელთა ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი დასახელდა
France Football-მა 2023 წლის საუკეთესო 21-წლამდელთა ფეხბურთელი დაასახელა.
ამ ნომინაციაში გამარჯვებული მადრიდის „რეალის" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი დასახელდა.
აღნიშნული ჯილდო 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ ის კილიან მბაპემ (2018), მატეის დე ლიგტმა (2019), პედრიმ (2021) და გავიმ (2022) მიიღეს. 2020-ში დაჯილდოვება არ ჩატარებულა.
2023-ში ჯუდმა ჯერ „დორტმუნდს" ულიდერა და გერმანიის ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა, შემდეგ კი ზაფხულში „რეალში" გადავიდა და 13 მატჩში 13 გოლის და 3 ასისტის გაფორმება მოახერხა.
წლევანდელი ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ბელინგემი
2. მუსიალა
3. პედრი
4. კამავინგა
5. გავი