ავტორიზაცია

წლის საუკეთესო თავდამსხელი - ერლინგ ჰოლანდს გერდ მიულერის ჯილდო გადაეცა

წლის საუკეთესო თავდამსხელი - ერლინგ ჰოლანდს გერდ მიულერის ჯილდო გადაეცა
თარიღი 31 ოქტ 2023, 00:53
2021 წელს დაარსებული პრიზი „გერდ მიულერის ჯილდო“ წელს ერლინგ ჰოლანდს გადაეცა.

თავდაპირველად, ეს ჯილდო წლის საუკეთესო თავდამსხმელს გადაეცემოდა, თუმცა მოგვიანებით, France Football-მა კრიტერიუმი შეცვალა და პრიზის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირისთვის გადაცემა გადაწყვიტა.

წინა ორი წლის მანძილზე აღნიშნულ პრიზს სტაბილურად იგებდა რობერტ ლევანდოვსკი, წელს კი მისი გამარჯვებული „მან სიტის“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი გახდა, რომელმაც 56 გოლის გატანა შეძლო.