ავტორიზაცია

იუვენტუსი ფსონების გამო დისკვალიფიცირებულ ფაჯიოლის ხელფასს გაუზრდის

იუვენტუსი ფსონების გამო დისკვალიფიცირებულ ფაჯიოლის ხელფასს გაუზრდის
თარიღი 31 ოქტ 2023, 13:44
ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები ნახევარმცველ ნიკოლო ფაჯიოლისთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებენ. 

ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება.

როგორც ჟურნალისტმა შეიტყო, „ბებერმა ქალბატონმა“ ამგვარად გადაწყვიტა ნახევარმცველის მხარდაჭერა, რომელიც შვიდი თვით დისკვალიფიცირებულია. ახალი ხელშეკრულების პირობებით, ფაჯიოლის ხელფასი გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ნახევარმცველმა სერია A-ში ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მისი მოქმედი კონტრაქტი "იუვენტუსთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.