კამავინგა რეალთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, იუწყება ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
ამის შესახებ "სამეფო კლუბში" ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.
ამის შესახებ "სამეფო კლუბში" ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.
20 წლის ფრანგთან არსებული ხელშეკრულება 2025 წლამდეა ძალაში.
კამავინგა მადრიდის "რეალს" 2021 წელს "რენიდან" 31 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში კამავინგამ კლუბის შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.