ბაიერნი გერმანიის თასიდან მესამე ლიგის კლუბთან სენსაციურად გამოვარდა

გერმანიის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩი მესამე ლიგის წარმომადგენელ "ზაარბრუკენსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის მასპინძელთა სენსაციური გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
პირველი გოლი მატჩის მე-16 წუთზე გავიდა, როდესაც თომას მიულერმა ფრანც კრეციგის პასით მიუნხენელები წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის მიწურულს დროში "ზაარბრუკენმა" ანგარიში გაათანაბრა, გოლი ნახევარმცველმა პატრიკ სონტეიმერმა გაიტანა.

თამაშის მიწურულს, კერძოდ კი 90+6-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა მარსელ გაუუსმა გუნდს გამარჯვება მოუპოვა.