მოურინიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში დაცვის გაძლიერება სურს
"რომას" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.
კრის სმოლინგი ტრავმის გამო სექტემბრის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა პორტუგალიელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ინგლისელს შეეძლო დაბრუნებულიყო, ტკივილგამაყუჩებლებზე თამაშზე უარს რომ არ ეთქვა.
კრის სმოლინგი ტრავმის გამო სექტემბრის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა პორტუგალიელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ინგლისელს შეეძლო დაბრუნებულიყო, ტკივილგამაყუჩებლებზე თამაშზე უარს რომ არ ეთქვა.
ამასთან დაკავშირებით, Calciomercato-ს ცნობით, მოურინიო იანვარში თავდაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს.
ერიკ დიერი "ტოტენჰემიდან" "განსაკუთრებულისთვის" ბაზარზე პრიორიტეტულ ვარიანტად ითვლება.