ავტორიზაცია

ბერგვაინის ტრანსფერით საუდის არაბული კლუბები ინტერესდებიან

ბერგვაინის ტრანსფერით საუდის არაბული კლუბები ინტერესდებიან
თარიღი 05 ნოე 2023, 18:00
საუდის არაბული კლუბები ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელის სტივენ ბერგვიინის შეძენის ვარიანტს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში განიხილავენ, ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელის ტრანსფერის ვარიანტს ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიც განიხილავს.

მარცხენა გარემარბის კონტრაქტი დედაქალაქის გუნდთან 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. 

მიმდინარე სეზონში ბერგვაინმა 12 თამაშში ჩაატარა, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.