ავტორიზაცია

ონანა: "ზოგჯერ შეიძლება წააგო, მაგრამ ყველა მატჩში უნდა იბრძოლო"

ონანა: "ზოგჯერ შეიძლება წააგო, მაგრამ ყველა მატჩში უნდა იბრძოლო"
თარიღი 06 ნოე 2023, 12:12
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ ანდრე ონანამ გუნდის სეზონის არასტაბილურ დაწყებაზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ მანკუნიელებმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 7 მატჩი წააგეს. 

"ზოგჯერ შეიძლება წააგო, მაგრამ ყველა მატჩში უნდა იბრძოლო. ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ, ეს ცხოვრების ნაწილია. 

ამ კლუბში ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ და უკვე გამოვავლინეთ ხასიათი. კმაყოფილი ვარ გუნდის სურვილითა და ერთიანობით“, - ციტირებს ონანის სიტყვებს Center Devils.