ავტორიზაცია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში დაბრუნებასთან ახლოსაა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში დაბრუნებასთან ახლოსაა
თარიღი 07 ნოე 2023, 10:14
"მილანის" ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა მალე იტალიურ კლუბში დაბრუნდეს.

შვედმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გასული სეზონის ბოლოს გამოაცხადა. ცოტა ხნის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია 42 წლის ყოფილი ფორვარდის "როსონერიში" შესაძლო დაბრუნების შესახებ, რასაც ახლა ინსაიდერი ნიკოლო სკირა ადასტურებს. 

წყაროს ცნობით, იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი თანამდებობის დაკავებამდე ერთი ნაბიჯია.

შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში იბრაჰიმოვიჩს "მილანის" შემადგენლობაში 163 მატჩში 93 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა გააკეთა.