გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-17 მატჩში დაუმარცხებელია - ეს მეოთხე ყველაზე კარგი შედეგია ტურნირის ისტორიაში

მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგაზე 17 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
7 ნოემბერს, „ქალაქელებმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე „იანგ ბოისი“ დაამარცხეს (3:0).
7 ნოემბერს, „ქალაქელებმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე „იანგ ბოისი“ დაამარცხეს (3:0).
ესპანელი სპეციალისტის წაუგებელი სერია 2022 წლის 6 სექტემბერს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სამმა მწვრთნელმა აჩვენა უფრო გრძელი დაუმარცხებელი სერია ჩემპიონთა ლიგაზე - ლუის ვან გაალი, ოტმარ ჰიტცფელდი (ზედიზედ 19 მატჩი) და ალექს ფერგიუსონი (25 მატჩი).