ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის მეკარემ ედერსონმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

მანჩესტერ სიტის მეკარემ ედერსონმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 08 ნოე 2023, 10:09
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, მანჩესტერ "სიტი" შვეიცარიულ კლუბ "იანგ ბოიზს" შეხვდა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა (3:0).

აღსანიშნავია, რომ ინგლისური გუნდის მეკარე ედერსონისთვის ეს 50-ე გამარჯვებაა ამ ტურნირზე. 

ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგაზე 50 გამარჯვება მოიპოვა იმაზე სწრაფად, ვიდრე ნებისმიერ სხვა მეკარემ. ამის მისაღწევად მას სულ 75 მატჩი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 12 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა.