ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 08 ნოე 2023, 10:12
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში მანჩესტერ "სიტიმ" შვეიცარიელ "იანგ ბოიზს" უმასპინძლა. ამ შეხვედრაში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 3:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ “ქალაქელებმა” ამ ტურნირზე გამოსვლისას 250 გოლი გაიტანეს. მანჩესტერ "სიტი" გახდა მე-12 გუნდი, რომელმაც ეს მოახერხა. 

ამასთან, გვარდიოლას გუნდმა 250 გოლი სხვებზე სწრაფად გაიტანა. ამის მისაღწევად ინგლისელებს 119 მატჩი დასჭირდათ.