ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც ორი ბურთით ლიდერობდა

მანჩესტერ იუნაიტედმა ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც ორი ბურთით ლიდერობდა
თარიღი 09 Nov 2023, 11:57
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში ინგლისურმა მანჩესტერ "იუნაიტედი" დანიურ "კოპენჰაგენთან" ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ უმცირესობაში დარჩა და საბოლოოდ დამარცხდა (2:3).

როგორც გაირკვა, ეს პირველი შემთხვევა იყო მანჩესტერ "იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლების ისტორიაში, როდესაც გუნდი ორი გოლით ლიდერობდა და დამარცხდა.

უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, ბოლოს ეს 2014 წლის სექტემბერში მოხდა ინგლისის ჩემპიონატში, მაშინ გუნდი "ლესტერთან" 3:5 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დროს ორი გოლით ლოდრობდა.