ავტორიზაცია

მიულერი ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს რეკორდს უახლოვდება

მიულერი ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს რეკორდს უახლოვდება
თარიღი 09 ნოე 2023, 12:01
მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა თავდამსხმელმა თომას მიულერმა მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში სტამბული "გალათასარაის" წინააღმდეგ. გერმანულმა კლუბმა მეტოქეს ანგარიშით 2:1 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება მიულერისთვის 102-ე იყო ჩემპიონთა ლიგაზე. 

ამ მაჩვენებლით, 34 წლის ფორვარდი მეორე ადგილზე გადავიდა, მადრიდის "რეალის" ყოფილ მეკარეს იკერ კასილიასს გაუსწრო.

ამ მაჩვენებლის მიხედვით რეკორდსმენი პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა. 38 წლის ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაზე 115 გამარჯვება მოიპოვა.