ავტორიზაცია

ლოკატელიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლოკატელიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 09 ნოე 2023, 12:20
იტალიელმა ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელმა ტურინის "იუვენტუსთან" ახალი სამუშაო ხელშეკრულება გააფორმა, ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალური ქსელის საშუალებით იტყობინება. 

მხარეებს შორის კონტრაქტი ახალი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სერია A-ს 11 ტურის შემდეგ, „ბებერმა ქალბატონმა“ 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.