ავტორიზაცია

ალ-იტიჰადს შესაძლოა პორტუგალიელმა მწვრთნელმა უხელმძღვანელოს

ალ-იტიჰადს შესაძლოა პორტუგალიელმა მწვრთნელმა უხელმძღვანელოს
თარიღი 09 ნოე 2023, 12:32
პოლონეთის ნაკრებში მოღვაწეობით ცნობილ 53 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს პაულო სოუსას საუდის არაბეთის ჩემპიონატში მუშაობა შეუძლია. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირა იტყობინება.

სოუზას მიმართ ინტერესს "ალ-იტიჰადი" იჩენს. ნუნო ესპირიტო სანტუს გათავისუფლების შემდეგ კლუბი ახლა მთავარი მწვრთნელის გარეშეა. 

აღსანიშნავია, რომ მოკლე სიაში ასევე: ხულიენ ლოპეტეგი და ჰანს-დიტერ ფლიკი არიან.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 12 ტურის შემდეგ "ალ-იტიჰადმა" 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს.