ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია
თარიღი 09 ნოე 2023, 14:06
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მერვე შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად, ვალიადოლიდში გამართავს.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე, 13 ნოემბერს, 12:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.

მატჩების განრიგი:
16 ნოემბერი | საქართველო - შოტლანია | 21:00

19 ნოემბერი | ესპანეთი - საქართველო | 23:45

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნოემბრის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge