კეპა ტრავმის გამო ორ-სამ კვირას გამოტოვებს
"ჩელსის" საკუთრებაში მყოფი მეკარე კეპა არიზაბალაგამ, რომელიც მადრიდის "რეალში" იჯარით თამაშობს, კუნთის ტრავმა მიიღო. ინფორმაციას Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ესპანელი მეკარე ტრავმის გამო ორ-სამ კვირას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ კეპა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის წინ "ბრაგასთან" (3:0) გახურების დროს დაშავდა.
მიმდინარე სეზონში 29 წლის კეპამ "რეალის" შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაუშვა და ექვს შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალაფ შენახვა.
მადრიდის რეალი მომდევნო მატჩს 11 ნოემბერს, "ვალენსიასთან" გამართავს.