ავტორიზაცია

ვალვერდემ მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვალვერდემ მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 09 ნოე 2023, 18:02
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ "სამეფო კლუბთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. 

"ბლანკოსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ურუგვაელმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. 

შეგახსენებთ, რომ ვალვერდე მადრიდის "რეალში" 2016 წელს გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ვალვერდემ ესპანეთის ჩემპიონატში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.