ავტორიზაცია

ოფიციალურად: იუვენტუსმა ლოკატელისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: იუვენტუსმა ლოკატელისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 09 ნოე 2023, 18:11
"იუვენტუსმა" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით კლუბმა ნახევარმცველ მანუელ ლოკატელისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 

25 წლის ფეხბურთელმა ახალი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ლოკატელი "იუვენტუსში" 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მას შემდეგ ნახევარმცველმა ტურინულ კლუბში 103 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.