ავტორიზაცია

ჯანლუიჯი ბუფონი: "კვარაცხელიას ყველაფერი აქვს ოქროს ბურთის მოსაგებად"

ჯანლუიჯი ბუფონი: "კვარაცხელიას ყველაფერი აქვს ოქროს ბურთის მოსაგებად"
თარიღი 10 ნოე 2023, 13:03
ლეგენდალურმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა "ნაპოლის" ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.

"კვარაცხელიამ ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია, იმის გამო, თუ რა სწრაფად და სიმარტივით მოახერხა იტალიურ ფეხბურთში დამკვიდრება. 

თქვენ თქვით, რომ შეუძლია ოქროს ბურთის მოგება და ეს სიმართლეა. ცხადია, ოქროს ბურთის მოსაგებად საჭიროა ისტორიული მომენტები და თუ ის ასეთ მომენტში მოხვდება, როგორც ფეხბურთელს, ყველანაირი თვისება აქვს ამ ჯილდოს მოსაგებად. 

კვარაცხელიას ნამდვილად ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ მბაპეს, ჰოლანდს და მსგავსი ტიპის ფეხბურთელებს კონკურენცია გაუწიოს“, - განაცხადა ბუფონმა.