ავტორიზაცია

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 12 ნოე 2023, 12:25
მიუნხრნის "ბაიერნის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გერმანიის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა. ბუნდესლიგის მე-11 ტურში მან "ჰაიდენჰაიმთან" დუბლი გაიფორმა (4:2).

მიუნხენელი ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის სასტარტო 11 ტურში 17 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კეინი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც პირველ 10 მატჩში 15 გოლი გაიტანა. 

მიმდინარე სეზონში 30 წლის კეინმა 16 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.