ავტორიზაცია

ნაპოლი რუდი გარსიას გათავისუფლებას განიხილავს

ნაპოლი რუდი გარსიას გათავისუფლებას განიხილავს
თარიღი 12 ნოე 2023, 19:07
რუდი გარსიას "ნაპოლიდან" გათავისუფლება ემუქრება. ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ავტორიტეტული ჟურნალისტის ცნობით, გარსიას საკითხს კლუბი განიხილავს და გამორიცხული არ არის სპეციალისტი თანამდებობიდან გაათავისუფლონ.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა სტადიონი "ემპოლის" გოლისთანავე დატოვა.

"ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-4 ადგილზეა.