ავტორიზაცია

ნაპოლი წინ მიიწევს მაცარისთან მოლაპარაკებებში, ტუდორის დანიშვნის ალბათობა იკლებს

ნაპოლი წინ მიიწევს მაცარისთან მოლაპარაკებებში, ტუდორის დანიშვნის ალბათობა იკლებს
თარიღი 14 Nov 2023, 15:09
იტალიური "ნაპოლი" ვალტერ მაცარისთან მოლაპარაკებებს აგრძელებს გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეები წინ მიიწევენ შეთანხმებისკენ. 62 წლის სპეციალისტი მზადაა ნეაპოლურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" იგორ ტუდორის კანდიდატურასაც განიხილავდა, თუმცა ხორვატთან მოლაპარაკებები ამჟამად გაყინულია. 

ტუდორმა უარი თქვა 8 თვიან კონტრაქტზე და მოითხოვა ორწლიანი შეთანხმება, რაც არ სურდა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს.

მაცარი ნეაპოლურ გუნდს 2009 წლიდან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა და კლუბთან ერთად იტალიის თასი მოიგო.

"პარტენოპეის" ამჟამინდელ მწვრთნელს, რუდი გარსიას თანამდებობიდან მალე ოფოციალურად გაათავისუფლებენ.