ავტორიზაცია

ჩელსის იანვარში ოსიმენის ტრანსფერის წინასწარი შეთანხმება სურს

ჩელსის იანვარში ოსიმენის ტრანსფერის წინასწარი შეთანხმება სურს
თარიღი 15 ნოე 2023, 12:39
ლონდონის "ჩელსიმ" ვიქტორ ოსიმენისთვის ბრძოლაში კონკურენტებს გაუსწრო. 

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, იანვარში "არისტოკრატებს" ტრანსფერის წინასწარი შეთანხმება შეუძლიათ.

მიმდინარე სეზონის ბოლოს ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი დარჩება, ამიტომ ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე უფრო დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

ოსიმენი მზად არის ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასასვლელად, სადაც ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "ჩელსი" იჩენს.