ავტორიზაცია

ტებასი: "ბელინგემი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია"

ტებასი: "ბელინგემი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია"
თარიღი 15 ნოე 2023, 13:04
ესპანეთის ლა ლიგის ხელმძღვანელმა ხავიერ ტებასმა ინგლისის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა.

"პრემიერ ლიგა ახლა უფრო დიდია ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატი. მაგრამ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ლა ლიგაში თამაშობს. ჯუდ ბელინგემს ვგულისხმობ. “, - ციტირრბს ტაბლოიდი Daily Mail ლა ლიგის ხელმძღვანელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი "რეალში" გასულ ზაფხულს დორტმუნდის "ბორუსიიდან" გადავიდა. 

მიმდინარე სეზონში 20 წლის ნახევარმცველმა 14 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.